სოციალური საწარმო „მეგო ბარი“

“მეგო ბარი” არის სამეგრელოს რეგიონში პირველი სოციალური ბარი, რომელიც აერთიანებს ორ სივრცეს, ერთი მხრივ უფასო სამუშაო სივრცეს - ახალგაზრდებისთვის, სადაც დღის განმავლობაში ეწყობა ტრენინგები,
კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და მეორე მხრივ კაფე-ბარს, რომლიდანაც მიღებული შემოსავლებით ხორციელდება უფასო სამუშაო სივრცის და ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა (თვეში საშუალოდ 400 ახალგაზრდა იყენებს უფასო სამუშაო სივრცეს).

,,მეგო ბარი“ არის მობილური სივრცე (ძველი ავტობუსის ბაზაზე), რომლითაც რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე გასვლით ეწყობა არაფორმალური შეხვედრები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული აქტივობები (მუსიკალური ფესტივალები, ტრენინგები, პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა).

2021 წელს ,,მეგო ბარი“ გახდა წლის სოციალური საწარმოს ნომინანტი (II ადგილი).
2022 წელს ,,მეგო ბარი“ და ,,მეგო ბასი“ დასახელდა წლის ინოვაციურ პროექტად (აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების ასოციაციის მიერ).

https://www.facebook.com/megobar.ge
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ზუგდიდი, მეუნარგიას ქ.12

 

mego bari 1mego bari 2mego bari 3mego bari 4

consortium logo