2023 წელს ასოციაცია „ათინათის“ მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" ფარგლებში შეიქმნა ზუგდიდის ტურიზმის კლასტერი.
ჩვენი მისიაა კლასტერის ფარგლებში სექტორთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გადაქცევა სამეგრელოს ტურიზმის ჰაბად, მიმზიდველ ადგილად, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
კლასტერის ხედვა
ზუგდიდი - დინამიური და კრეატიული, მაღალი ხარისხის ტურისტული სერვისების მიწოდების ადგილი.
კლასტერის წევრები:
1. ლაშა ლოგუა - "არიკი დისტილერია”
2. გვანცა კიკალიშვილი - სოციალური საწარმო „ჩირიგე“
3. ირინე ჯიქია - კოოპერატივი „თაფლი კოლხური“
4. ცირა აბსანძე - კერამიკის საამქრო „ორკოლ სტუდია“
5. თინათინ ხასია - საოჯახო სასტუმრო „კასა დე ხასია“
6. ლაზარე ქორთუა - საოჯახო მარანი „ვინ დე ქორთუა
7. თინათინ დიდიშვილი - საოჯახო სასტუმრო „მწვანე სახლი“
8. გიორგი ლაგვილავა - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
9. ზვიად ქარჩავა - DMO სამეგრელო
10. მარიკა თოდუა - ეთნოსოფელი „სისა ტურა“
11. მაკა კორკელია - საოჯახო სასტუმრო „თბილისი სახლი“
12. ბესიკ ჭითანავა - „ფოლკლორის სახლი“
13. ედუარდ ფრაცვანია - სოციალური საწარმო „მეგო-ბარი“
14. სანდრო მიქენაია - შპს „მიქე“