სანდრო მიქენაია ტიხრული მინანქარის კომპანია „მიქე“

ქართული ტრადიციული რეწვის სახლი "მიქე" არის საოჯახო საქმიანობა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ოჯახის უფროსმა თენგიზ მიქენაიამ. მასთან ერთად წარმატებით საქმიანობს მისი შვილი სანდრო. საწარმოო წარმატებით მუშაობს როგორც ხის და რკინის დეკორატიულ დამუშავებაზე ასევე ტიხრული მინანქრის და ოქრომჭედლობის მიმართულებით. სახელოსნოში შექმნილი ნივთიების ყველა დეტალში იგრძნობა ქართული ტრადიცია. “მიქეს” ნამუშევრები თავს იწონებენ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.

მიქენაიების საცხოვრებელი არის პირველი სახლი სადაც განთავსდა ქართული ტრადიციული რეწვის სახელოსნო და ოჯახურ გარემოში შესაძლებელია სტუმრების მიღება გამასპინძლება. სახლში არის ორი სამუშაო სივრცე და ასევე არის საგამოფენო ოთახი. ეზოში ქართული ტრადიციების სრული დაცვით მოწყობილია მოსასვენებელი და წასახემსებელი სივრცე. სახელოსნოს სტუმრებს შეუძლიათ აქვე დააგემოვნონ დიასახლისის მიერ მომზადებული უგემრიელესი ქართული კერძები. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ხის და რკინის დამუშავების პროცესში, დაესწრონ ოქრომჭედლობის და ტიხრული მინანქრის მასტერკლასს, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ტიხრული მინანქრის 3 დღიანი კურსით და შექმნან საკუთარი ნამუშევარი. 
სახელოსნო თავისი ინდივიდუალიზმით საინტერესო გარემოს ჰქმნის ქალაქის სტუმრებისთვის.
ზუგდიდი. ბარათშვილის #27.
https://www.facebook.com/profile.php?id=100086116281068

 

mike 1mike 2mike 3mike 4mike 5mike 6mike 7mike 7

consortium logo