ორკოლი არის კერამიკული საამქრო, რომელიც საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს, 35 წლის წინ შეიქმნა მხატვარ-კერამიკოს რობერტ აბსანძეს სახელოსნოს ბაზაზე, 2019 წელს მოხდა სახელოსნოს მოდერნიზება და ორკოლ სტუდიის სახელით გამოჩნდა ბაზარზე.
„ორკოლი“ მეგრული სიტყვაა და ნიშნავს დოქს. აბსანძეების ოჯახის ყველა წევრი სიყვარულით ემსახურება ამ საქმეს, ქმნიან კოლხური თიხისაგან ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელსა და დეკორატიულ-მხატვრული გამოყენების ნივთებს. ორკოლ სტუდიის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ ტრადიციული შავკრიალა ტექნიკის გამოყენებით მზადდება უნიკალური კერამიკა, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. თითოეული ნამუშევარი იქმნება ხელით, მუშავდება ფაქიზად და იხატება მრავალფეროვანი ქართული ორნამენტებით.
ორკოლ სტუდიაში მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა კერამიკის წარმოების უწყვეტ პროცესს ადევნონ თვალი, მონაწილეობა მიიღონ თიხის გადამუშავებაში, თავიანთი ხელით მოხატონ ან შექმნან მათთვის სასურველი ნივთი, ეზიარონ ქართულ კულტურას, განიტვირთონ და გაიარონ მასტერკლასები 35 წლის გამოცდილების მქონე კერამიკის ოსტატთან.
ორკოლ სტუდია არის დაყოფილი სამ სივრცედ, საწარმო, მაღაზია და რობერტ აბსანძეს ნამუშევრების მუდმივ მოქმედი გალერეა.
ადგილზე მომსახურეობის პაკეტი:
• მხატვარ-კერამიკოს რობერტ აბსანძეს ნამუშევრების გალერიის დათვალიერება.
• მზა ნაკეთობების ადგილზე შეძენა.
• კოლხური თიხის უნიკალურობის გაცნობა.
• თიხის დამუშავების ეტაპების დეტალური ჩვენება.
ზუგდიდი. ნინოშვილის შესახვევი 1ა.
https://www.facebook.com/ORKOLStudio