ლაზარე ქორთუა - საოჯახო ღვინის მარანი "vin de kortua"

ღვინის დაყენების ოჯახური ტრადიცია  დიდი ხნის წინ შეწყდა ბრალდებით- ,,შენი მარნიდან სანთლის სუნი გამოდის ანდრონიკე!“. მარანი, რომელიც ეკლესიის ფუნქციას ითავსებდა კომუნისტებმა დაანგრიეს და ამ ამბავს შეეწირა „vin de kortua" მარნის დამფუძნებლის დიდი ბაბუა ანდრონიკე ქორთუა. 

„ბავშვობაში მიკვირდა თუ რატომ იყო სანთლის სუნი ცუდი? რატომ დაანგრიეს მარანი? სად გაქრა წინაპრების ვენახი?“- იხსენებს  ლაზარე  

მას შემდეგ თითქმის ასი წელი გავიდა და ერთადერთი ობლად შემორჩენილი ჭვიტილურის ვაზიდან  დაიწყო ქორთუების ოჯახმა ტრადიციის აღდგენა.
დღეს მამა-შვილის ლაზარე და გიგა ქორთუების მარანში „vin de kortua" ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ ათამდე  მეგრული ვაზის ჯიშისაგან დაწურული ღვინოები: კამურიში, ოკუმეში, თუთაში, ტოროკუჩხი, ჭვიტილური, შხუჩეში, პანეში.
ასევე  შეუძლიათ დააგემოვნონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში  ქართლში, სოფელ მჭადიჯვარში გაშენებული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინო ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო.

დეგუსტაციის გარდა, ადგილზე შესაძლებელია ღვინოების შეძენა, ხოლო შემოდგომაზე  კი ყურძნის დაწურვის პროცესში მონაწილეობა.

მარანი „vin de kortua"  2022 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით აღიჭურვა მარნისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარით.

ზუგდიდი. ლაზის ქუჩა #105

 

vindekortua 1vindekortua 2vindekortua 3vindekortua 4vindekortua 5vindekortua 6vindekortua 7vindekortua 8vindekortua 9vindekortua 10

consortium logo