კოოპერატივი „თაფლი კოლხური“ -ირინე ჯიქია, მარინე ქარდავა

"თაფლი კოლხური" შეიქმნა 2015 წლის აპრილში, კოოპერატივის სტატუსი მიიღო იმავე წლის ოქტომბრის თვეში. კოოპერატივში გაერთიანებულია 11 წევრი, მათ შორის 4 ქალი, 7 კაცი.

კოოპერატივის წევრთა საკუთრებაში არის 800- მდე ფუტკრის სკა. კოოპერატივი გარდა თაფლისა აწარმოებს ფუტკრის სხვა პროდუქტებსაც, როგორიცაა ფუტკრის რძე, ფუტკრის მტვერი, ცვილი, დინდგელი, გამოყავს დედა ფუტკრები.

კოოპერატივს დაემატა ახალი მიმართულება აპითერაპია. მომხმარებელი წევს სკებზე, სუნთქავს სტერილური ჰაერით, ფუტკრები თავად ფრთების საშუალებით ასტერილებენ ჰაერს, განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვისაც აწუხებს სასუნთქი გზების პრობლემები, ასევე აწუხებს ასთმა, ფილტვებისა და ბრონქების პრობლემა. კარგია იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, როგორც დიდებისთვის ასევე ბავშვებისთვის.
 
აპითერაპია უსაფრთხოა როგორც ადამიანისთვის, ასევე ფუტკრისთვისაც. აპითერაპიით მკურნალობა შესაძლებელია მარტის თვიდან ოქტომბრის თვემდე. არ საჭიროებს ექიმის რეკომენდაციას, არაალერგიულია, რადგანაც  თერაპიის პროცესი მიმდინარეობს ფუტკართან შეხების გარეშე.

აპისახლში მისულ სტუმარს დახვდება :
1. ფიჭის ათლისა და თაფლის დაწურვის მასტერკლასები 
2. ჩვილის შენობისა და სანთლის დამზადების მასტერკლასი 
3. გაეცნობა ფუტკრის რძის აღების პროცედურებს.
4. თაფლისაგან ტრადიციული გოზინაყის დამზადების მასტერკლას.  
5. საფუტკრის დათვალიერება და თაფლის დაგემოვნება

ზუგდიდი.  ფირცხალავას #6.

 

tapli kolkhuri 1tapli kolkhuri 2tapli kolkhuri 3tapli kolkhuri 4tapli kolkhuri 5tapli kolkhuri 6

consortium logo