ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღია საქართველოში, გაშენებული მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, ბოტანიკური ბაღი ცნობილია „წითლ წიგნში“ და „გლობალურ წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეებით. ასევე ცნობილია ძვირფასი ენდემური და ეგზოტიკური მცენარეებით. მისი მშენებლობა აქტიურად 1840 წლიდან იწყება ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა-გამგეობა დავით დადიანმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკეტერინე ჭავჭავაძე-დადიანს.
ეკატერინე ჭავჭავაძემ საფრანგეთიდან მეფე ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან გამოიწერა სხვადასხვა სახის თესლები და ხეები, ბაღის მთავარ მშენებლად იტალიის ქ. ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი, დაგეგმა ფრანგულ სიმეტრიულ სტილზე, შექმნა ხელოვნური ტბა კუნძულებით. 1896 წელს მოწვეულ იქნენ სამუშაოდ სპეციალისტი მებაღე-დეკორატორები, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტები მათ სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოიტანეს ეგზოტიკურ მცენარეთა ფრიად იშვიათი და ძვირფასი თესლები და ნერგები, რომლითაც შეავსეს არსებულ მცენარეთა კოლექცია.
ბოტანიკიურ ბაღში დღეს შესაძლებელია სხვადასხვა მომსახურებებით სარგებლობა, პიკნიკებისა და კემპინგების მოწყობა, ნავის დაქირავება, გიდის მომსახურებით სარგებლობა, საქორწილო ცერემონიის, შეხვედრების, ტრეინინგების , გამოფენების და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა. ბაღში ასევე არის მოწყობილი სივრცე მცირეწლოვანი ბავშვების გასართობად. აქვე შესაძლებელია ბოტანიკურის აუზში მობინადრე თევზების გამოკვება და სხვადასხვა სახეობის ქოთნის მცენარეების შესყიდვა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის საუკეთესო ადგილი ცხელ ამინდში, გასაგრილებლად, ოჯახთან ერთად განტვისთვისა და მეგობრებთან ერთად კემპინგისთვის.