ზვიად ქარჩავა DMO

ა(ა)იპ  „სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ არის  სამეგრელოს რეგიონში შემავალი 8 მუნიციპალიტეტის  (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ქალაქ ფოთის)  მიერ დაფუძნებული ერთობლივი კერძო სამართლის  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი 


სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:

  • მდგრადი განვითარების ტურიზმის პრინციპებზე დაყრდნობით სამეგრელოს რეგიონის უნიკალური ტურისტული პროდუქტების მომსახურების შემუშავება
  • ტურიზმის პოპულარიზება რეგიონში- ტურისტული აქტივობებისა და მიმართულებების მხარდასაჭერად,  რეგიონის პოპულარიზებისკენ მიმართული აქტივობების კოორდინირება კერძო და საჯარო სექტორებს შორის;  ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა. ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა
  • რეგიონის იმიჯის ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.
  • აქტივობების განხორციელება სტრატეგიის შემუშავებისა და რეგიონული ტურიზმის განვითარების კუთხით, ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ტურიზმის განვითარების სტარატეგიისა და პრიორიტეტბის მიხედვით;
  • რეგიონიში მოქმედინ ბიზნეს-კომპანიების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;
  • ვიზიტორთა დანახარჯებისა და ვიზიტების  ხანგრძლივობის გაზრდის ხელშეწყობა;

consortium logo