Casa de Khasia – საოჯახო სასტუმრო

Casa de Khasia არის მყუდრო და კომფორტული საოჯახო სასტუმრო ზუგდიდის ცენტრში. სახლის დიზაინი არის ვინტაჟურ სტილში, თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკით, რაც სტუმრებს კომფორტულ გარემოს უქმნის. ეზო არის ლამაზად მოწყობილი, რაც სასიამოვნოს ხდის გარეთ ყოფნას.

ამ საინტერესოდ მოწყობილ ინტერიერში სტუმრებს „ბებიას სახლში დაბრუნების“ სასიამოვნო ემოციები ეუფლებათ. ეზოში დგას ძველი მეგრული სამზადი - ჯარვალი, სამეგრელოს ყოფისთვის დამახასიათებელი ძველი ავეჯით, ნივთებითა და აქსესუარებით მოწყობილი. ხშირად სტუმრები აღნიშნავენ, რომ ეს არის მცირე, ავთენტური მუზეუმი. სურვილის შემთხვევაში ვიზიტორებს შეუძლიათ საუზმე და ვახშამი მიირთვან ეთნო- ისტორიულ გარემოში. 

საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა მოიძიეს და აღადგინეს ძველი მეგრული კერძები. სტუმრებისთვის განსაკუთრებით მომხიბლველია კულინარიული მასტერ კლასებში მონაწილეობა. გებჟალიას გაკეთება, ღომის მოზილვა და ხაჭაპურის „ანგურაზე“ (ქვის კეცზე) გამოცხობა, რომელიც ძირითადად ჯარგვალში - შუა ცეცლხლზე კეთდება.

„კასა დე ხასიას“ შეემატა ახალი სივრცე - პატიო გარე ბუხრით, რაც საშუალებას აძლევს მასტერ კლასების შემდეგ, სტუმრებს ვახშამი ამ სივრცეში შევთავაზოს. მომავალში იგეგმება მეგრული ავთენტური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული მეგრული ღვინის დეგუსტაციის შეთავაზება სტუმრებისთვის. 

ზუგდიდი. ორბელიანის #25
https://www.facebook.com/casadekhasia

 

casa de khasia 1casa de khasia 2

casa de khasia 3casa de khasia 4casa de khasia 5casa de khasia 6casa de khasia 7casa de khasia 8

consortium logo