ფოლკლორის სახლი - ბესიკ (ბესო) ჭითანავა

ლოტბარმა და მებაღემ - ბესიკ ჭითანავამ  საქართველოში პირველი ფოლკლორის სახლი შექმნა. თუმცა მანამ ფოლკლორის სახლს ესტუმრება ვიზიტორი და ბესოს შემოქმედებას გაიცნობს, ზუგდიდში შემოსვლისთანავე მისი გაშენებული სკვერები, გამწვანებული ქუჩები და  სახლის ეზოები შემოეგებება. 

ფოლკლორის სახლში მისულს კი  დახვდება საოცარი გემოვნებით მოწყობილი, ბესოს ნაქარგობებით დამშვენებული გარემო, ძველი ქართული ხალხური საკრავები, რომელზეც თვითონ ლოტბარი უკრავს და ქმნის სიმღერებს. 

ფოლკლორის სახლში შეგიძლიათ გასინჯოთ საუცხოო,  არომატული  კოლხური კერძები, ბესოს მიერ შექმნილი დესერტები, მოისმინოთ და დატკბეთ საავტორო თუ ხალხური სიმღერებით. ქართული ფოლკლორის მოყვარულთ კი მასპინძელი შეასწავლის სასურველ სიმღერას. 
ეს სახლი აერთიანებს ხელოვების სხვადასხვა დარგებს, ჩვენი კუთხის ისტორიას,  კულინარიას და ფოლკლორს; ამ ყველაფერში კი კარგად იგრძნობა მეგრული სული, არომატი და სურნელი.

ზუგდიდი. თამარ მეფის #28

 

folklore 1folklore 2folklore 3folklore 4

consortium logo